LIVE

თურნავა: ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ვინმეს დაცვისკენ

20 სექ 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 467
თურნავა: ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ვინმეს დაცვისკენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ირწმუნება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საერთაშორისო სანქციების შესრულების წესის ცვლილების შესახებ, რომელიმე კონკრეტულ პირს არ ეხება.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკი "კონკრეტულად არავის იცავს". 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ შეიქმნა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ სანქციების აღსრულება შეეხო საქართველოს მოქალაქეს და ეს ჩვენი გადაწყვეტილებაც პრეცედენტულია და ვრცელდება და ამიერიდან გავრცელდება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე; და დავაწესეთ ასეთ დროს სანქცირებულ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში სანქციების აღსრულების ახალი წესი. 

ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს; არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ გვესმის სხვადასხვა ინტერპრეტაცია, რომლებიც გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა, სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს. არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა. 

ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუტია - საქართველოს ეროვნული ბანკი; ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ ჩვენი, საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით," - განაცხადა თურნავამ ბრიფინგზე. 

ცნობისთვის, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. 

აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა