7 ოქტომბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანია Bene Exclusive-სთან აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
Bene Exclusive აეროპორტის მგზავრებს Kia-სა და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობას, ასევე ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს.
„ქართული კომპანია მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში შესთავაზებს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით. რაც ქუთაისის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
Bene Exclusive საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია.