LIVE

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყეს - Liberte

16 სექ 202318:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 3791
რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყეს - Liberte

რუსმა მიგრანტებმა საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების გადაყიდვა დაიწყეს,- ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" უძრავი ქონების სააგენტო Liberte-ს დირექტორმა, ნინო პეტრიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიგრანტები ბინებს იმაზე მაღალ ფასად ყიდიან, ვიდრე თავად შეიძინეს.

"რუსულენოვანი სააგენტოები კვლავ აქტიურად აგრძელებენ საქართველოში ფუნქციონირებას. მათ ჰყავთ თავიანთი კლიენტურა. რაც შეეხებათ მიგრანტებს, მათი მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ფაქტობრივად აღარ არის, ან შესაძლებელია, რომ მხოლოდ კვირაში ერთხელ მოგვმართოს რუსულენოვანმა მომხმარებელმა. შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე შეიძინეს შესაძენი და ახლა უკვე აქირავებენ თავიანთ ბინებს ან ცხოვრობენ მასში. მათი მხრიდან უფრო გაზრდილია მოთხოვნა გაყიდვაზე. რადგან თავდაპირველად მათ შეიძინეს კარკასები, გაარემონტეს და ახლა უკვე ყიდიან",- ამბობს ნინო პეტრიაშვილი.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა რუსი მიგრანტების რაოდენობა, რის გამოც თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ბინების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასი რეკორდულად გაიზარდა.