ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, საქართველოში უვიზოდ 30 დღე გაატარონ - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. დადგენილება უკვე ძალაშია.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.
ინფორმაციისთვის, გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზანი ტურიზმის წახალისებაა.