LIVE

ღარიბაშვილი: გადავწყვიტეთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს

11 სექ 202314:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 436
ღარიბაშვილი: გადავწყვიტეთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს

მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

ღარიბაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი ტურიზმის წახალისებაა.

"ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩვენთვის, ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტების ჩამოყვანა. მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან. დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად. ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან. გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. გვინდა რეისები დავამატოთ და მეტი ტურისტი ჩამოვიდეს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.