LIVE

გუტერეშის თქმით, მსოფლიოში "კლიმატის რღვევა" დაიწყო

09 სექ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 349
გუტერეშის თქმით, მსოფლიოში "კლიმატის რღვევა" დაიწყო

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განცხადებით, 2023 წლის ზაფხულის სამი თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის ისტორიაში ყველაზე ცხელი სეზონი იყო.

„ჩვენმა პლანეტამ დუღილის სეზონი გამოიარა - ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული. კლიმატის რღვევა დაიწყო,“- განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა. 

მეცნიერების განცხადებით, ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვა, ასევე ზოგადად, ადამიანის საქმიანობა, მსოფლიოში ტემპერატურას ზრდის. აღსანიშნავია, რომ წელს წყნარი ოკეანის ზოგიერთ ნაწილში წყლის ტემპერატურის მომატებაც დაფიქსირდა.

WMO-სა და ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის განცხადებით, გასული თვე, გასულ აგვისტოებთან შედარებით, ყველაზე ცხელი იყო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოზე ცხელი აღმოჩნდა ივლისი.

ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ტემპერატურა 1.5°C-ით მაღალი იყო. მაქსიმუმს მიაღწია ასევე ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურამ - 20.9°C.

ჯერჯერობით 2023 ისტორიაში მეორე ყველაზე ცხელი წელიწადია 2016 წლის შემდეგ, თუმცა წლის ბოლომდე აღნიშნული შეიძლება შეიცვალოს.

ტემპერატურის მატებამ აზიის, აფრიკის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე თბური ტალღები, გვალვები, ტყის ხანძრები და წყალდიდობები გამოიწვია.