LIVE

ივლისი შესაძლოა ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყოს

29 ივლ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
ივლისი შესაძლოა ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყოს

2023 წლის ივლისი შესაძლოა ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყოს. ამის შესახებ პროგნოზი გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WM0) და ევროკავშირი კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმა გააკეთეს. 

"კლიმატის ცვლილების ერა დადგა. ეს საშიშია. და ეს მხოლოდ დასაწყისია," - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. 

მსოფლიოში ივლისის რეკორდულად მაღალი ტემპერატურების შედეგები მრავალ ქვეყანაში სავალალო იყო. ასე მაგალითად, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრებს ათასობით ტურისტი გამოექცა; მაღალი სიცხეები იყო აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც; ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ ქალაქში კი 52.2 °C დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ახალი ეროვნული რეკორდია. 

ევროკავშირის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში საშუალო გლობალური ტემპერატურა, 2019 წლის ივლისთან შედარებით, სულ მცირე 0.2 °C-ითაა მომატებული. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისი ბოლო 174-წლიან ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო.