LIVE

ChatGPT-ის თანადამფუძნებელი პირველია, ვინც ინდონეზიის ოქროს ვიზა მიიღო

06 სექ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 462
ChatGPT-ის თანადამფუძნებელი პირველია, ვინც ინდონეზიის ოქროს ვიზა მიიღო

ChatGPT-ის მფლობელი კომპანიის, OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი პირველი ადამიანია, ვინც ინდონეზიის ოქროს ვიზა მიიღო. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა ცდილობს უცხოური ინვესტორები მიიზიდოს.

„ქვეყნის საიმიგრაციო ორგანომ გასცა 10-წლიანი ვიზა ალტმანისთვის, რადგან მას საერთაშორისო რეპუტაცია აქვს და შესაძლოა სარგებელი მოუტანოს ინდონეზიას",- განაცხადა იმიგრაციის გენერალურმა დირექტორმა, სილმი კარიმმა.

ოქროს ვიზის მფლობელი ბევრ შეღავათთან ერთად, შეძლებს ისარგებლოს პრიორიტეტებით აეროპორტში, ქვეყანაში შევიდეს და გავიდეს უფრო მარტივად და დარჩეს ხანგრძლივი დროით.

ინდონეზიამ ახალი, ოქროს ვიზა გასულ კვირაში წარადგინა და მიზნად ისახავს უცხოელი ინვესტორების მოზიდვით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ასე მაგალითად, თუ პიროვნება $350 000-იან ინვესტირებას განახორციელებს ადგილობრივი კომპანიის წილებში ან შექმნის შემნახველ ანგარიშს ან შეიძენს სახელმწიფო ობლიგაციებს, უფლება ეძლევა ქვეყანაში 5 წლით დარჩეს.

სემ ალტმანი ჯაკარტაში ხელოვნურ ინტელექტზე სასაუბროდ ივნისში იმყოფებოდა, თუმცა უცნობია, აპირებს თუ არა ქვეყანაში სამომავლო ინვესტირებას.

გასული წლის დებიუტის შემდეგ, OpenAI-ს პროგრამებმა ხელი შეუწყო ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებისთვის ინვესტიციების ზრდას.