LIVE

ChatGPT-ის მფლობელი OpneAI-ის წლიური გაყიდვები $1 მილიარდს მიუახლოვდა

31 აგვ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 378
ChatGPT-ის მფლობელი OpneAI-ის წლიური გაყიდვები $1 მილიარდს მიუახლოვდა

ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის, ChatGPT-ის მფლობელი კომპანია, OpenAI-ის წლიური გაყიდვები $1 მილიარდს უახლოვდება. კომპანიის აღმავალ შედეგებს AI ტექნოლოგიებში გაზრდილი ინვესტიციები განაპირობებს.

Microsoft Corp-ის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპის ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით $80 მილიონია. კომპანია შემოსავლებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საკითხთან დაახლოებული პირი უცხოურ მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანიამ 2022 წელს GPT-4-ისა და ChatGPT-ის შემუშავებისას დაახლოებით $540 მილიონი დაკარგა.

OpenAI მოიაზრება გენერაციული AI-ის იმ მოწინავე კომპანიებს შორის, რომლებსაც რამდენიმე მარტივი ბრძანებით, ვიდეოდან პოეზიამდე, ყველანაირი კონტენტის შექმნა შეუძლიათ. ნოემბერში დებიუტის შემდეგ, OpenAI არაერთ ახალ კომპანიასთან თუ მსხვილ კორპორაციასთან თანამშრომლობდა, AI ტექნოლოგიების მათ პროდუქტებსა და ბიზნესებში დანერგვის მიზნით.

ამ თვეში კომპანიამ ChatGPT-ის კორპორაციული ვერსია გამოუშვა, რომელსაც დამატებითი ფუნქციები და კონფიდენციალურობის გაძლიერებული დაცვის სისტემა აქვს. ეს ნაბიჯი სტარტაპისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევაა უფრო ფართო და განსხვავებულადვე აუდიტორიის მოსაზიდად და, შესაბამისად, შემოსავლების გასაზრდელად.

პოპულარობასთან ერთად, გენერაციული AI-ს ფუნქციონირება ძალიან ძვირი ჯდება. აქედან გამომდინარე, კომპანიის ახალი პროდუქტი- ბიზნეს და პრემიუმ პაკეტები თუ სხვა ფასიანი წვდომის შეთავაზებები, ხელს უწყობს OpenAI-ს შემოსავლების ზრდას.