LIVE

მსოფლიო ბანკს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი ჰყავს

01 სექ 202310:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 463
მსოფლიო ბანკს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი ჰყავს

დღეიდან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს. ამ პოზიციაზე მან სებასტიან მოლინეუსი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრაისი თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიების შემუშავებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, კერძოდ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.

"პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, როგორც თანასწორობის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხის შემდგომ მხარდაჭერას სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, როლანდ პრაისს რუანდაში მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენლის პოზიცია ეკავა. 

როლანდ პრაისი იამაიკის მოქალაქეა. მან მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. 

მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი.