LIVE

საქართველო რუსული არყის შემსყიდველთა ტოპ სამეულშია

08 ივნ 202623:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 18
საქართველო რუსული არყის შემსყიდველთა ტოპ სამეულშია

მიმდინარე წლის ოთხ თვეში რუსეთმა ყველაზე მეტი არაყი ყაზახეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში გაყიდა. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანს აქვს.

კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, იანვარ-აპრილში, რუსეთმა აზერბაიჯანში არყის ექსპორტი ღირებულებაში 55%-ით გაზარდა, ხოლო მოცულობაში 42%-ით - ამ ინფორმაციას ფედერალური ცენტრი "აგროექსპორტი" ავრცელებს.

ჯამურად, წლის პირველ ოთხ თვეში რუსეთმა აზერბაიჯანში 900 ტონა არაყი გაგზავნა 2.2 მილიონი დოლარის ღირებულებით. ეს ბოლო ათწლეულის მაქსიმუმია აზერბაიჯანში გაგზავნილი რუსული არყისთვის - ღირებულებაშიც და მოცულობაშიც.

თუმცა პირველ ადგილს რუსული არყის შესყიდვებით მაინც ყაზახეთი იკავებს, რომელმაც ოთხ თვეში 3.6 მილიონი დოლარის არაყი შეისყიდა, ხოლო მესამე ადგილზეა საქართველო - რომელმაც ოთხ თვეში რუსულ არაყში 1.7 მილიონი დოლარი გადაიხადა.