სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თბილსერვისი იყენებს 869 ერთეულ მსუბუქ და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებას, რაც არაგონივრულად მაღალია, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის "თბილსერვის ჯგუფის" 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიშში.
უწყების შეფასებით, მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები. ამასთანავე, შპს-ს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.
ხარვეზები შესყიდვებში, სატენდერო დოკუმენტებში, ინტერესთა კონფლიქტი, საბაზრო ფასის უგულებელყოფა, საბაზრო ფასის უგულებელყოფა, არაგონივრული ადმინისტრაციული ხარჯები - ეს იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ანგარიშშია აღნიშნული.