LIVE

ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გიგანტს, Nvidia-ს რეკორდული გაყიდვები აქვს

27 აგვ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გიგანტს, Nvidia-ს რეკორდული გაყიდვები აქვს

ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტის (AI) ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანიის გაყიდვებმა რეკორდს მიაღწია. შედეგად კი, მეორე კვარტალში შემოსავლებმა $13.5 მილიარდს გადააჭარბა

მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავლები Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის ბიზნესის ზრდამ გამოიწვია. მხოლოდ ამ ერთეულის შემოსავალმა $10.3 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 170%-ით მეტია. AI ჩიპებზე მოთხოვნა, ძირითადად, მსხვილი სამომხმარებლო ინტერნეტ კომპანიებისგან და ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერებისგან მოდის.

Nvidia სექტემბრის ბოლომდე შემოსავლების $16 მილიარდით ზრდას ელის. ნიუ-იორკში, გრძელვადიან ვაჭრობაში კომპანიის აქციები 6.5%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში აქციების ღირებულება 3-ჯერ არის მომატებული, ხოლო კომპანიის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. Nvidia კომპანიების „ტრილიონი დოლარის კლუბს“ მაისში შეუერთდა.

"ახალი კომპიუტერული ერა დაიწყო. მსოფლიოში კომპანიები ზოგადი დანიშნულებიდან დაჩქარებულ გამოთვლებსა და გენერაციულ AI-ზე გადადიან", - აცხადებს ჯენსენ ჰუანგმა, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

Nvidia ცნობილი გახდა გრაფიკული კომპიუტერული ჩიპების წარმოებით, რომლებიც ძირითადად თამაშებისთვის გამოიყენებოდა. კომპანიამ მოგვიანებით ახალ ბაზრებზე გადაინაცვლა და მონაცემთა ცენტრის სერვერებისა და ხელოვნური ინტელექტის პროცესორების წარმოება დაიწყო.

ChatGPT - ყველაზე ცნობილი ხელოვნური ინტელექტის ინფორმაციული პლატფორმა, Nvidia-ს 10 000 გრაფიკული პროცესორით არის „გაწვრთნილი“, რომელმაც Microsoft-ის სუპერკომპიუტერში მოიყარა თავი. AI-ს განვითარებასთან ერთად, იცვლება კომპიუტერების როლი და დანიშნულება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.