LIVE

ახალი მფლობელი ლაგუნა ვერეს აღდგენას გეგმავს

11 აგვ 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 435
ახალი მფლობელი ლაგუნა ვერეს აღდგენას გეგმავს

კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტის" განცხადებით, ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება. კომპანიამ ლაგუნა ვერე ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდისგან" მიმდინარე თვეში იყიდა.

"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს," - ნათქვამია კომპანიის მიერ ფორმულასთვის მიწოდებულ განცხადებაში. 

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართუ ფონდმა ლაგუნა ვერე გაყიდა

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.