LIVE

საქართველოში იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის 81% რუსეთიდანაა

25 ივლ 202312:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 555
საქართველოში იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის 81% რუსეთიდანაა

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსთვის ბენზინისა და დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი რუსეთი იყო.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში, საქართველოში იმპორტირებული საწვავის 81.1% სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

ზოგადად, 2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წლიურად 6.2%-ით გაიზარდა და 554 200 ტონა შეადგინა. აქედან 273 700 ტონა ბენზინია, ხოლო 280 500 ტონა - დიზელი. 

უფრო დეტალურად, საქართველოში საწვავის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • რუსეთი - 449 500 ტონა (მთელი იმპორტის 81,1%);
  • რუმინეთი - 77 600 ტონა (14%);
  • თურქმენეთი - 11 400 ტონა (2%);
  • აზერბაიჯანი - 9 500 ტონა (1.7%);
  • ბელარუსი - 5 000 ტონა (0.9%);
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 000 ტონა (0.2%);
  • უკრაინა - 100 ტონა (0.02%);
  • ბულგარეთი - 100 ტონა (0.02%). 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. იანვარ-ივნისში, საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 927.3 მლნ დოლარი გადაიხადა, საიდანაც 321 მლნ დოლარი რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის. ამასთან, 2022 წელს საქართველოში იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის ნახევარზე მეტი ასევე რუსული იყო.