LIVE

Tesla ავტომობილებს კიდევ ერთხელ აიაფებს

20 ივლ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
Tesla ავტომობილებს კიდევ ერთხელ აიაფებს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მსოფლიო ეკონომიკა "ტურბულენტურ დროშია", კომპანიას შეუძლია ავტომობილების ფასების კლების ტენდენცია კვლავ გააგრძელოს.

აღსანიშნავია რომ ავტომობილების გაიაფების შესახებ ინფორმაცია ილონ მასკმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც მზარდი კონკურენციის ფონზე, კომპანიის მოგების მარჟა შემცირდა. კომპანიის მთლიანი მოგების მარჟა 18.2%-მდე დაეცა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოგების ყველაზე დაბალი დონეა.

საგულისხმოა ფასების კლებაზე განცხადება Ford-ისა და General Motors-ის ანალოგიურ ნაბიჯებს მოჰყვა.

ბოლო თვეების განმავლობაში, Tesla-მ ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი, ფასები რამდენჯერმე შეამცირა. ილონ მასკის თქმით, კომპანია ამ ნაბიჯის კიდევ ერთხელ გადასადგმელად მზადაა.

"როგორც ჩანს, ერთ დღეს, მსოფლიო ეკონომიკა ინგრევა, მეორე დღეს კი ყველაფერი კარგადაა. ვცხოვრობთ ტურბულენტურ დროში", - აღნიშნა ილონ მასკმა.

ინვესტორებს Tesla-ს ფასების მორიგი კლება აფიქრებთ, რადგან მათი თქმით, ეს უფრო ჰგავს ფასების ომს, ვიდრე მოგების მარჟის გაზრდის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს.