კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრი ნათია კუკულაძე TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით ტექნიკური გაუგებრობა იყო, რომელიც უკვე აღმოიფხვრა.
"წლებია ყოველთვის დეტალურად და სრული პასუხისმგებლობით ვავსებ დეკლარაციას, ასე მოხდა 2022 წელსაც, შესაბამისად ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია. დაუყოვნებლივ მივმართე საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საკითხის შესწავლის მიზნით, როგორც გაირკვა ტექნიკური გაუგებრობა იყო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა“,- აცხადებს ნათია კუკულაძე.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნათია კუკულაძემ 2022 და 2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.