LIVE

ევროზონაში ივნისში წლიური ინფლაცია შემცირდა

30 ივნ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 337
ევროზონაში ივნისში წლიური ინფლაცია შემცირდა
Angel Garcia/Bloomberg

ევროზონის 20 ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი ივნისში 5.5%-მდე შემცირდა, რაც ენერგიის დაბალი ხარჯებით აიხსნება. მაისში ევროზონის წლიური ინფლაცია 6.1%-ს შეადგენდა.

ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, კვლავ მაღალია ევროზონის წლიური საბაზო ინფლაცია, რომელიც საწვავისა და საკვების ცვალებად ხარჯებს გამორიცხავს. ეს მაჩვენებელი მიმდინარე თვეში 5.4%-მდე დაჩქარდა, რაც Bloomberg-ის ეკონომისტების პროგნოზს - 5.5%-ს მცირედით ჩამორჩება. 

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ინფლაციის სამიზნე 2%-ია. საბაზო ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ბანკი, სავარაუდოდ, კვლავ გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. მიმდინარე თვეში ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, 3.2%-დან 3.5%-მდე გაზარდა. ეს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეკონომისტები ივლისში განაკვეთის კვლავ 25 საბაზო პუნქტით ზრდას ელიან.