LIVE

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა გადადო

27 ივნ 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 535
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა გადადო

საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივების გამო, აზერბაიჯანმა საზღვრის გახსნა გადადო. 

სპეციალური რეჟიმი 1 ივლისს იწურებოდა, თუმცა აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული საკარანტინო რეჟიმი 2 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის პრემიერმინისტრის დადგენილებაზე დაყრდნობით წერს. 

ამ დროისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მხოლოდ საჰაერო მიმოსვლაა დაშვებული. 

2020 წლის მარტში აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კორონავირუსული პანდემიის გამო დაიხურა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მრავალი შეზღუდვა მოხსნილია.

აზერბაიჯანი კოვიდსტატისტიკას კვლავ აწარმოებს. Worldometers-ის თანახმად, ამ დროისთვის ვირუსით 31 ადამიანია ინფიცირებული. აზერბაიჯანში Covid-19-ის დაფიქსირების დღიდან, სულ 832 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებას 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Covid-19-ს საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მიმდინარე წლის გასულ თვეში მოუხსნა.