
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19-ს საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მოუხსნა, რაც პანდემიის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
”დიდი იმედი მაქვს, რომ გამოვაცხადებ COVID-19-ის დასრულებას, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულებას ვაცხადებ,” - თქვა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
მისივე თქმით, სტატუსის მოხსნა არ ნიშნავს, რომ Covid-19 არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის და აღნიშნა, რომ ახალი ვარიანტების გავრცელების რისკი კვლავ რჩება.
ჯანმომ COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა.
გებრეისუსის თქმით, COVID-19-მა გლობალურად სულ მცირე 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.