LIVE

ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი 3.5%-მდე გაზარდა

15 ივნ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 304
ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი 3.5%-მდე გაზარდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, 3.2%-დან 3.5%-მდე გაზარდა. ეს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ECB-ის გადაწყვეტილება ეკონომისტების პროგნოზთან თანხვედრაშია. ევროზონის 20 ქვეყანაში ინფლაცია მაისში 6.1%-მდე შემცირდა, თუმცა ის თითქმის ორი წელია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ფასების ზრდის ტემპის შემცირებას ECB მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ცდილობს.

ბანკმა მიანიშნა, რომ პოლიტიკის გამკაცრებას კვლავ გააგრძელებს, რითაც იმედოვნებს, რომ ინფლაციის საშუალოვადიან მაჩვენებლამდე შემცირებას შეძლებს.

გუშინ, ზედიზედ 10-ჯერ გაზრდის შემდეგ აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.