LIVE

აპრილში თბილისში 2 705 ბინა გაიყიდა, ყველაზე მეტი საბურთალოზე - Galt & Taggart

10 ივნ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2330
აპრილში თბილისში 2 705 ბინა გაიყიდა, ყველაზე მეტი საბურთალოზე - Galt & Taggart

2023 წლის აპრილში თბილისში 2 705 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 23.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. Galt & Taggart-ის თანახმად, გაყიდვები ყველა ტიპის ბინების შემთხვევაში შემცირდა. ამის მიზეზი გასული წლის მაღალი ბაზის ეფექტი და შემცირებული მოთხოვნაა.

უბნების მიხედვით, ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა, კერძოდ 18.2%, საბურთალოზე გაიყიდა; ხოლო ზომების მიხედვით, გაყიდული ბინებიდან უმეტესობა საშუალო ზომის (51-80 კვ.მ) იყო. 

რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნიდან გამომდინარე დოლარში გაყიდული ბინები ფასებმა 31.1%-ით მოიმატა, ხოლო ლარში გაყიდული ბინების ღირებულება 7.9%-ით გაიზარდა. 

Galt & Taggart-ი დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზრის შემცირებაზე მიუთითებს. კერძოდ, ფასების მუდმივი ზრდის მიუხედავად, შემცირებულმა ტრანზაქციებმა გამოიწვია საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მთლიანი ზომის ვარდნა აპრილში 176.4 მლნ აშშ დოლარამდე, რაც წლიურად 16.8% ხოლო თვიურად 21.5% შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზრის აქტივობის კლებაზე TBC Capital-იც მიუთითებს. TBC Capital-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1 კვ.მ-ზე 1.1777 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. 

წლიურ დონზე 52%-ითაა გაზრდილი ბინის გაქირავების ფასებიც. მიუხედავად ამისა, TBC Capital-ის ანგარიში აღნიშნავს, რომ მარტის თვესთან შედარებით აპრილში 1.6%-ით შემცირებული იყო გაქირავების ფასი და 1 კვ.მ-ზე 12.8 დოლარს შეადგენდა.