2023 წლის აპრილში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ საგრძნობლად იკლო და გაყიდული ბინების რაოდენობა 2022 წლის აპრილის მაჩვენებელს 22%-ით ჩამორჩებოდა.
TBC Capital-ის კვლევის თანახმად, ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლების ფონზე, ბაზრის ზომა წლიურად 23%-ით, 200 მლნ დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ფასს, აღსანიშნავია, რომ საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1 კვ.მ-ზე 1.177 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. ამავე პერიოდში გასაქირავებელი ფასი წლიურად 52%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით 1.6%-იანი კლება დაფიქსირდა. აპრილში 1 კვ.მ-ს საშუალო გასაქირავებელი ფასი 12.8 დოლარი იყო.
TBC Capital-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა გაყიდვები და შესაბამისად ბაზრის ზომა, 2023 წლის მაისის წინასწარი მონაცემები შედარებით დადებით ტენდენციაზე მიუთითებს და აპრილის მსგავსი ვარდნა მოსალოდნელი არ არის.