
დღეიდან აშშ-ის ვიზის გარკვეულ კატეგორიებზე სავიზო მოსაკრებელი იზრდება.
არასაიმიგრაციო ვიზის ყველაზე გავრცელებული კატეგორიების, მათ შორის, ტურისტული, საქმიანი ვიზებისთვის (B1/B2 კატეგორია) მოსაკრებელი $160-დან $185-მდე გაიზარდა.
არასაიმიგრაციო ვიზების გარკვეული კატეგორიებისთვის (H, L, O, P, Q და R) განაცხადის საფასური $190-ის ნაცვლად, $205 იქნება,
E კატეგორიის შემთხვევაში კი ეს თანხა $205-დან $315-მდე გაიზარდა.
ვიზაზე განმცხადებლებს, მათ შორის, ბავშვებს, არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანის წინ, მოეთხოვებათ სავიზო განაცხადის მოსაკრებლის გადახდა. ის ანაზღაურებას და ტრანსფერს არ ექვემდებარება.
2023 წლის აპრილში საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის 759 ვიზა გაიცა.
გაცემულ ვიზებს შორის ლიდერობს B1/B2 კატეგორიის ვიზა, რომელიც ტურისტული მიზნით მოგზაურობისთვის გაიცემა. ამ მიმართულებით აპრილში 514 ვიზა გაიცა, რაც წინა თვესთან შედარებით, 141-ით ნაკლებია.