
2023 წლის აპრილში საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის 759 ვიზა გაიცა.
გაცემულ ვიზებს შორის ლიდერობს B1/B2 კატეგორიის ვიზა, რომელიც ტურისტული მიზნით მოგზაურობისთვის გაიცემა. ამ მიმართულებით აპრილში 514 ვიზა გაიცა, რაც წინა თვესთან შედარებით, 141-ით ნაკლებია.
მეორე ადგილზეა დიპლომატებისთვის და სხვა უცხოური სახელმწიფო მოხელეებისთვის განკუთვნილი A2 კატეგორიის ვიზები. აპრილში ამ ტიპის 69 ვიზა გაიცა, რაც წინა თვის იდენტური მაჩვენებელია. მას 63 ვიზით მოსდევს C1/D კატეგორიის სატრანზიტო და ეკიპაჟის ვიზები, რაც მარტთან შედარებით, 62-ით ნაკლებია.
მეოთხე ადგილზე კვლავ გაცვლითი პროგრამის მონაწილეების J1 კატეგორიის ვიზებია (59 ვიზა).
სხვა კატეგორიებში გაცემული ვიზების ოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: