.jpg)
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.61 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6335 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.98 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8376 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 5 ივნისის ჩათვლით იქნება.