LIVE

ერდოღანი თურქეთის მოსახლეობას მაისში მოხმარებული გაზის გადასახადისგან ათავისუფლებს

30 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 495
ერდოღანი თურქეთის მოსახლეობას მაისში მოხმარებული გაზის გადასახადისგან ათავისუფლებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და მოსახლეობა მაისში მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადებისგან გაათავისუფლა.

თურქეთის სტატისტიკის სამსახურმა TurkStat-მა განაცხადა, რომ ამ თვეში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გაზის მოხმარების ტარიფი ნული იქნება. ერდოღანმა გაზის ტარიფზე შეღავათების დაწესების შესახებ აპრილში გააკეთა განცხადება.

სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, ივნისში შესაძლოა წინა თვესთან შედარებით ნეგატიური ინფლაცია დაფიქსირდეს, რაც 4 წლის განმავლობაში თურქეთისთვის პირველი შემთხვევა იქნება. ეს გარემოება კი ერდოღანს თავისი განახლებული საპრეზიდენტო ვადის დაწყებისთანავე ეკონომიკური ნდობის მოპოვების დიდ სტიმულს აძლევს.

თურქეთში ნეგატიური თვიური ინფლაცია ბოლოს 2018 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ პიკს 2022 წლის ოქტომბერში მიაღწია და 85,5% შეადგინა.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ქვეყნის ყველაზე გრძელვადიანი მმართველი, ხმების 52,2%-ით ხელახლა აირჩიეს.