თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც ლირას კურსი დაეცა.
თურქული ლირა 0.3%-ით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი ამჟამად 20.03 ლირა ღირს.
Wall Street-ი ლირას უფრო მეტად გაუფასურებას ვარაუდობს. Morgan Stanley პროგნოზირებს, რომ აშშ დოლართან მიმართებით თურქული ლირა მალე 1:26 კურსით გაიცვლება; წლის ბოლოსთვის კი ლირას კიდევ უფრო მეტად, 1:28-მდე გაუფასურება ივარაუდება. აღსანიშნავია, რომ ლირა განაგრძობს გაუფასურებას, თუკი ერდოღანი შეინარჩუნებს დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკას. Wells Fargo & Co ელოდება, რომ 1 აშშ დოლარი მეორე კვარტლის ბოლოსთვის 23 ლირა ეღირება.
“ძალიან მაღალი ინფლაციის, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და წმინდა საგარეო რეზერვების არარსებობის პირობებში, თურქეთს მტკივნეული ეკონომიკური კრიზისი ელოდება,” - აღნიშნავს Tellimer-ის სტრატეგი ჰასნაინ მალიკი.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში ხმების არაოფიციალური დათვლის შედეგად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 52%-ით გაიმარჯვა. კვირა დღის საღამოს იგი სტამბოლში გამარჯვების სიტყვითაც გამოვიდა.