LIVE

ზურაბიშვილი ფრენებზე: ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

26 მაი 202312:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 330
ზურაბიშვილი ფრენებზე: ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გაუგებარი და შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, თუ რა შემოსავალს მოგვიტანს რუსეთთან ფრენები.

„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა!“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი საუბრობდა. მისი თქმით, საქართველო რუსეთიდან ტურისტული შემოსავლების სახით წლის განმავლობაში 300-400 მილიონი დოლარის მოგებას უნდა მოელოდეს.