LIVE

დავითაშვილი: პრაგმატულები ვართ, რუსეთთან ფრენებით $300-400 მილიონის ეფექტს ველით

15 მაი 202315:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
დავითაშვილი: პრაგმატულები ვართ, რუსეთთან ფრენებით $300-400 მილიონის ეფექტს ველით

ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ წელს პირდაპირი ფრენების აღდგენის ფონზე, რუსეთიდან ტურისტული შემოსავლების სახით საქართველო 300-400 მილიონ დოლარს მიიღებს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ და ვართ პრაგმატულები. დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით წლის განმავლობაში ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება ფრენების ეფექტი დავარქვათ. რუსეთის ფედერაციიდან მილიარდამდე იყო შემოსავალი 2019 წელს. ტურიზმი იმიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ ესაა ყველაზე ინკლუზიური მიმართულება და ბევრ დარგს მოიცავს. ჩვენთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ძალიან საჭიროა. ამასთან, ტრადიციული ბაზრებიდან, როგორიც რუსეთის ფედერაციაა, ტურისტული ნაკადების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმაგადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან შევა.