LIVE

TikTok-ი მონტანას აკრძალვას ასაჩივრებს

23 მაი 202313:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 315
TikTok-ი მონტანას აკრძალვას ასაჩივრებს

TikTok-მა აპლიკაციის შესახებ მონტანას გადაწყვეტილება შტატის სასამართლოში გაასაჩივრა.  

პოპულარული აპლიკაცია ამტკიცებს, რომ აკრძალვა, რომელიც ძალაში მომავალი წლის დასაწყისში შედის, არღვევს აშშ-ს კონსტიტუციას, მათ შორის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, ასევე სხვა ფედერალურ კანონებს. 

მისივე მტკიცებით, შტატის გადაწყვეტილების მთავარი არგუმენტი, რომლის თანახმად, აპლიკაციის მეშვეობით, ჩინეთის მთავრობას ხელი მიუწვდება ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებზე, უსაფუძვლოა.  

"ველით სამართლებრივ გამოწვევებს და მზად ვართ დავიცვათ კანონი, რომელიც ეხმარება მონტანელთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვას", - ამბობს მონტანას გენერალური პროკურორის სპიკერი, ემილი ფლოუერი. 

გასულ კვირას მონტანას გუბერნატორმა გრეგ ჯანფორტემ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატში ჩინური TikTok-ს მუშაობას კრძალავს, რითაც ის ხდება აშშ-ის პირველი შტატი, რომელიც პოპულარულ ვიდეო აპლიკაციას ბლოკავს.

გადაწყვეტილების მიზანი მოსახლეობის ჩინეთის მიერ მონაცემების შეგროვებისგან დაცვაა.  

მონტანა Google-სა და Apple-ს შტატის მასშტაბით App Store-ში TikTok-ის აპლიკაციის შეთავაზებას უკრძალავს. დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები დღეში $10 000-ით დაჯარიმდებიან. შტატის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს აპლიკაციის მომხმარებლებისთვის ჯარიმის დაწესებას.

კანონი ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შედის.