LIVE

ლაშა პაპაშვილი უვიზო რეჟიმზე: ძალიან გამიხარდა

10 მაი 202319:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1361
ლაშა პაპაშვილი უვიზო რეჟიმზე: ძალიან გამიხარდა

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება გაუხარდა და მიიჩნევს, რომ ამით საქართველო სარგებელს მიიღებს.

„ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში.

ყველაფერი ჩვენზეა, როგორ მოვიქცევით, გამოვიყენებთ სასიკეთოდ თუ არა. ბევრი სიკეთე დავკარგეთ ქართველებმა. საფრთხილო ქვეყანა რომაა ფაქტია, მაგრამ ხომ ხედავთ, უდიდესი ქვეყნები, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია, იმიტომ რომ 30%-ით იაფად ყიდულობენ, ყიდულობენ ყველაფერს იქ [რუსეთში]. რა ვქნათ, ხომ არ ამოვშალოთ ინდოეთი და ჩინეთი რუკებიდან? “,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საკითხის შეფასებისას. 

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.