LIVE

მაღალკვალიფიციური კადრების მისაზიდად ავსტრალია საიმიგრაციო სისტემის გადახედვას გეგმავს

27 აპრ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
მაღალკვალიფიციური კადრების მისაზიდად ავსტრალია საიმიგრაციო სისტემის გადახედვას გეგმავს

მაღალკვალიფიციური კადრის მისაზიდად ავსტრალია საიმიგრაციო სისტემის გადახედვას გეგმავს

ქვეყნის ფედერალური მთავრობა აცხადებს, რომ მიგრანტების მიღების არსებული სისტემა შესაცლელია. მისივე განმარტებით, ტესტი, რომელიც ახლა მიგრანტების შესარჩევად გამოიყენება, განახლდება, რათა ქვეყანამ მიიღოს ისეთი უნარების მქონე კადრი, რომელიც ავსტრალიის ეკონომიკის განვითარებას გამოადგება.

"ჩვენი მიგრაციის სისტემა მორღვეულია. ის აზიანებს ბიზნესს, თავად მიგრანტებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზიანებს ავსტრალიელებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება", - თქვა ავსტრალიის საშინაო საქმეთა მინისტრმა კლერ ო'ნილმა.

მთავრობის განცხადებით, მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისთვის სავიზო პროცესი დაჩქარდება და გამარტივდება, ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საერთაშორისო სტუდენტების ქვეყანაში შესანარჩუნებლად. 

ამასთან, ავსტრალიის მთავრობა 1 ივლისიდან დროებით მცხოვრები კვალიფიციური მიგრანტების ხელფასის ზღვარს წლიური 53 900 ავსტრალიური დოლარიდან 70 000-მდე ზრდის. ეს თანხა 2013 წლიდან უცვლელი იყო.  

ავსტრალიაში სრულგანაკვეთიანი სამუშაოების დაახლოებით 90%-ის ანაზღაურება ახლა ამ ზღვარს აღემატება. რეგულაციის გამო, მიგრანტები ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.

კვალიფიციური კადრების მისაზიდად ავსტრალია კონკურენციას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა და გერმანია, რომლებიც კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით, საიმიგრაციო პოლიტიკას ამარტივებს.