LIVE

LVMH-ის საბაზრო ღირებულებამ $500 მილიარდს გადააჭარბა

24 აპრ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 306
LVMH-ის საბაზრო ღირებულებამ $500 მილიარდს გადააჭარბა

LVMH-ის საბაზრო ღირებულებამ $500 მილიარდს გადააჭარბა და ის გახდა პირველი ევროპული კომპანია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია. 

ჩინეთში ფუფუნების საგნებზე გაზრდილი მოთხოვნისა და გამყარებული ევროს წყალობით, გაყიდვების ზრდის მიხედვით, მიმდინარე თვეში, LVMH 10 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის მოხვდა. პოზიტიურმა მონაცემებმა კომპანიის აქციები გააძვირა.  

LVMH Moet Hennessy Louis Vuitton-ის აქციები დღეს 0.3%-ით გაიზარდა და 903.70 ევრო შეადგინა, შედეგად კომპანიის ღირებულებამ 454 მილიარდ ევროს ($500 მილიარდს) მიაღწია.  

კომპანიის ღირებულების გაზრდამ კიდევ უფრო გაზარდა LVMH-ის ხელმძღვანელის, პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ბერნარ არნოს სიმდიდრე. Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მისი ქონება ახლა $212 მილიარდს შეადგენს. ცოტა ხნის წინ ის გახდა მესამე მილიარდერი, რომლის სიმდიდრემ $200 მილიარდს გადააჭარბა.

LVMH-მა შარშან აღმასრულებელი დირექტორის ასაკობრივი ზღვარი 75-დან 80 წლამდე გაზარდა, რის გამოც მედია და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 74 წლის არნო უახლოეს პერიოდში თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.