LIVE

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 676 641-მდე გაიზარდა

24 აპრ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 516
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 676 641-მდე გაიზარდა

მარტში საარსებო შემწეობა საქართველოს 676 641-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 432 ადამიანით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. კერძოდ, იანვარში 30 571 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. თებერვალში მათი რაოდენობა 33 394-მდე გაიზარდა, მარტში კი 35 114 შეადგინა. როგორც სააგენტოში „ბიზნეს ფორმულას“ განუმარტეს, თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ოჯახს სოციალური შემწეობა 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მარტში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 839 579 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, საქართველოში, ბოლო 5 წელში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 2022-ში შემწეობას 209 000 ადამიანით მეტი იღებდა.