
კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა Binance გირვანქა სტერლინგის შეტანასა და გატანას აჩერებს. ამის შესახებ Reuters კრიპტობირჟის სპიკერზე დაყრდნობით წერს.
სპიკერის თქმით, Binance-ს ფუნტი სტერლინგის გადარიცხვების პარტნიორმა, Paysafe-მა აცნობა, რომ ის სერვისებს 22 მაისიდან შეაჩერებს.
ახალი მომხმარებლებისთვის სტერლინგში გადარიცხვები გუშინ შეწყდა.
Binance-ს, რომელსაც 128 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, არ ასახელებს დეტალებს კლიენტების რაოდენობაზე, რომელსაც სიახლე შეეხება. სპიკერის განმარტებით, კომპანია მუშაობს სტერლინგის გადარიცხვების ალტერნატიული გზების მოძიებაზე.
Binance-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ საბანკო ანგარიშებიდან აშშ დოლარის შეტანასა და გადატანას დროებით აჩერებდა. მაშინ კომპანიას გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.