LIVE

Facebook-ის მშობელი კომპანია Meta დამატებით ათასობით თანამშრომელს ითხოვს

07 მარ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
Facebook-ის მშობელი კომპანია Meta დამატებით ათასობით თანამშრომელს ითხოვს

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია Meta Platforms თანამშრომლების გათავისუფლების ახალ რაუნდს გეგმავს. Bloomberg საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია მიმდინარე კვირაში ათასობით დასაქმებულს დაითხოვს

უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა კომპანია პირველად თანამშრომლების შემცირების შესახებ გასული წლის ნოემბერში განაცხადა. მაშინ Meta-მ სამსახურიდან დასაქმებულების 13% გაუშვა, რაც დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. 

წყაროს თქმით, სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად, Meta-ს სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდა. მან დირექტორებს და ვიცე-პრეზიდენტებს მოსთხოვა დასათხოვი კადრების სია შეედგინათ.

გამოცემის თანახმად, გათავისუფლების ეს ეტაპი შესაძლოა, მომდევნო კვირაში დასრულდეს. 

ნოემბრის შემცირებისგან განსხვავებით, ახლა თანამშრომლების დათხოვნა მოსალოდნელი იყო, რადგან ცუკერბერგმა 2023 წელი „ეფექტურობის წლად“ გამოაცხადა.

ბოლო პერიოდში არაერთი მსხვილი ამერიკული კომპანია თანამშრომლების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს. მათ შორისაა ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა ZoomDellPayPalSpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.