LIVE

ცუკერბერგი Meta-ს 11 000 თანამშრომლის გაშვებას აანონსებს

09 ნოე 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 643
ცუკერბერგი Meta-ს 11 000 თანამშრომლის გაშვებას აანონსებს

Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta თავისი თანამშრომლების 13%-ის შემცირებას აანონსებს.

კომპანია აპირებს, რომ ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, 87,000 თანამშრომლიდან 11,000 დაითხოვოს სამსახურიდან. Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, დაანონსებული შემცირება "Meta-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცვლილებაა". 

"ვიცი, რომ ეს ყველასთვის რთულია და მე განსაკუთრებით ვწუხვარ მათ გამო, ვინც დაზარალდა",- განაცხადა ცუკერბერგმა. 

ცუკერბერგი გადაწყვეტილებას პანდემიის დროს კომპანიის შემოსავლების კლების გრძელვადიან მოლოდინს უკავშირებს. მისივე თქმით, მაკროეკონომიკურმა ვარდნამ და გაზრდილმა კონკურენციამ განაპირობა, რომ კომპანიამ მოსალოდნელზე ნაკლები შემოსავალი მიიღო. 

ზემოხსენებული გადაწყვეტილებას წინ უძღოდა Twitter-სა და სხვა ტექ-ორგანიზაციებში თანამშრომლების თითქმის ნახევრის დათხოვნას.