LIVE

ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო, The Indian Wells Masters-ს გამოეთიშა

06 მარ 202316:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო, The Indian Wells Masters-ს გამოეთიშა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმდინარე კვირაში Indian Wells Masters-ს გამოეთიშა, რადგან სერბმა სპორტსმენმა აშშ-ში შესვლის ნებართვა ვერ მიიღო

აშშ საერთაშორისო ვიზიტორებისგან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს მოითხოვს. იმის გამო, რომ ჯოკოვიჩმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, მას ქვეყანაში შესასვლელად სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. 

"მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023 წლის BNP Paribas გამოეთიშა. მისი გამოთიშვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს მოედანზე გამოსვლის საშუალება მიეცა", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

Indian Wells, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, 6 მარტს იწყება. 

ჩოგბურთის არავაქცინირებულ ვარსკვლავს გასულ კვირაში ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ავსტრალიის მთავრობამ მას ვიზა გაუუქმა და ქვეყანა დაატოვებინა. ჩოგბურთის ვარსკვლავმა შარშან თქვა, რომ ურჩევნია უარი თქვას ჩოგბურთის თასებზე, ვიდრე Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იძულებით გაიკეთოს.