LIVE

დემნამ პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ახალი კოლექცია წარადგინა

05 მარ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 725
დემნამ პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ახალი კოლექცია წარადგინა
Vanessa Friedman

დემნამ პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს წლის 2023 ზამთრის კოლექცია წარადგინა. 

ჩვენებამდე ჟურნალ Vogue-სთან დემნამ აღნიშნა, რომ სივრცე უბრალო იქნებოდა, რათა ყურადღება კოლექციაზე გამახვილებულიყო. 

"ექვსი წლის ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა რომ ნება დამრთეს, მეზობელი მკერავისთვის შარვალი შემეკერვინებინა. დიზაინი მე შევქმენი, ქსოვილი მაღაზიაში ავარჩიე და მოსაზომად მკერავთან ორჯერ მივედი. ასე დაიწყო ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა  ტანსაცმლისადმი, რამაც მოგვიანებით განსაზღვრა ჩემი ურთიერთობა მასთან და მომანდომა, დიზაინერი გავმხდარიყავი", - წერს დემნა კოლექციის წარსადგენ განცხადებაში. 

მისი თქმით, მოდა ერთგვარ გასართობად იქცა, მაგრამ ეს ნაწილი ხშირად ჩრდილავს მის არსს.

მოდის სახლისთვის დღევანდელი ჩვენება პირველია გასული წლის სკანდალური კამპანიის შემდეგ. 

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დამჭირდა თავშესაფარი მეძებნა ჩემი სიყვარულისთვის და ეს ინსტინქტურად ტანსაცმლის დამზადების პროცესში ვიპოვე. მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რა საოცარი ძალას მაძლევს, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობდე და ჭეშმარიტად გამოვხატო საკუთარი თავი. ამიტომაა, რომ მოდა ჩემთვის გართობა კი აღარ არის, არამედ ტანსაცმლის შექმნის ხელოვნება", - წერს დემნა.

Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელით მოიხსენიება, TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. 2022 წლის მარტში გამოცემამ Balenciaga 100 ყველაზე გავლენიანი კომპანიის სიაში შეიყვანა