LIVE

გერმანიაში ინფლაცია 9.3%-მდე გაიზარდა

01 მარ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 364
გერმანიაში ინფლაცია 9.3%-მდე გაიზარდა

გერმანიაში გასულ თვეში ინფლაცია მოულოდნელად დაჩქარდა. საყოფაცხოვრებო გათბობის ხარჯების შემცირების მიუხედავად, სამომხმარებლო ფასები ქვეყანაში 9.3%-მდე გაიზარდა.  

Bloomberg-ის გამოკითხვის მიხედვით, ანალიტიკოსები ფასების 9%-მდე შენელებას ელოდნენ. გერმანიაში ინფლაციის მაჩვენებელმა იანვარში 9.2% შეადგინა. 

თვიურ ჭრილში, ფასები 1%-მდე გაიზარდა, რამაც ნავარაუდევ მონაცემს - 0.7%-ს ასევე გადააჭარბა. 

ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი აჩენს ეჭვს, რომ, შესაძლოა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო მეტად გაზარდოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთსა და ესპანეთში ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

თებერვალში ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პუნქტით - 2%-დან 2.5%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.