LIVE

Ericsson შვედეთში 1400 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს

20 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 436
Ericsson შვედეთში 1400 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს

Ericsson შვედეთში დაახლოებით 1400 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს

Ericsson-მა 2023 წლის ბოლოსთვის ხარჯების 9 მილიარდი კრონით ($880 მილიონი) შემცირების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა და ამის მიზეზად ზოგიერთ ბაზარზე, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკაში შემცირებული მოთხოვნა დაასახელა. 

Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სხვა ქვეყნებში სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ კომპანია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში განაცხადებს. 

Ericsson-მა თანამშრომლები მასშტაბურად 2017 წელს შეამცირა. 

ყოველდღიურად იზრდება მსხვილი კომპანიების რიცხვი, რომლებიც, შემცირებული შემოსავლების ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, თანამშრომლების რიცხვს ამცირებენ. მათ შორისაა ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან ebayDellPayPalSpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.