LIVE

მოიწვიე მეგობრები და მიიღეთ საჩუქრად უფასო MB-ები შენ და ახალმა mobineX-ელებმა

18 ნოე 202517:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 69
მოიწვიე მეგობრები და მიიღეთ საჩუქრად უფასო MB-ები შენ და ახალმა mobineX-ელებმა

გინდა მიიღო უფასო MB-ები ისე, რომ ზედმეტი ძალისხმევა არ დაგჭირდეს? mobineX-ის რეფერალური სისტემა საშუალებას გაძლევს გააზიარო შენი გამოცდილება მეგობრებთან და მათთან ერთად ისარგებლო საჩუქრებით! მოიწვიე ახალი mobineX-ელები, დააგროვე COINEX ქულები და მიიღე უფასო ინტერნეტი. რადგან როცა შენს მეგობრებს ეხმარები, mobineX-ი გაჯილდოებს.

როგორ მუშაობს ჩვენი რეფერალური სისტემა და რა არის COINEX?

COINEX-ი mobineX-ის ბონუს ქულებია, რომელიც დროთა განმავლობაში პირად კაბინეტში გიგროვდება. დაგროვილი ბონუს ქულებით შეგიძლია სასურველი, ახალი პაკეტის შეძენა.

რეგისტრაციისთანავე, პირად კაბინეტში, ყველა აბონენტს უნიკალური რეფერალური კოდი ხვდება. თუ ამ კოდს მეგობრებს გაუზიარებ, რეგისტრაციის დროს მათ პირველივე შენაძენზე 15%-იანი ფასდაკლება ექნებათ. რა თქმა უნდა, არც შენ დარჩები უსაჩუქროდ. შენი მეგობრის გადახდილი თანხის 15% პირად კაბინეტში COINEX-ის, ბონუს ქულების, სახით დაგერიცხება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში უფასო MB-ები ან სპეციალური პაკეტები შეგიძლია მიიღო.

რაც მეტ ადამიანს მოიწვევ, მით მეტი ბონუს ქულა დაგიგროვდება და მეტი ფასდაკლებით ისარგებლებთ შენ და შენი მეგობრები.

როგორ გაუზიარო შენი კოდი მეგობრებს

შენი რეფერალური კოდის მოძებნა მარტივია. შედი mobineX-ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში და აირჩიე „პირადი კაბინეტი“. ავტორიზაციის შემდეგ, ერთჯერადი კოდის საშუალებით შენს ანგარიშზე შესვლას შეძლებ და სწორედ აქ იხილავ შენს უნიკალურ კოდს.

ამ კოდის გაზიარება შეგიძლია შენთვის მოსახერხებელი გზით. გაუგზავნე მეგობრებს მესენჯერში, გააზიარე ჯგუფურ ჩატებში ან ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელით. რაც უფრო მეტ ადამიანს გაუზიარებ, მით მეტი შანსი გაქვს დააგროვო COINEX ქულები და მიიღო უფასო MB-ები.

გააზიარე შენი კოდი დღესვე და ერთად ისარგებლეთ mobineX-ის საჩუქრებით!

სამოგზაურო ინტერნეტი ყველასთვის

mobineX-ის რეფერალური სისტემა და COINEX-ი იდეალური გზაა სამოგზაურო ინტერნეტის მისაღებად. საკმარისია ერთი მოქმედება, გააზიარო შენი კოდი და შეგიძლია შექმნა ქსელი, სადაც ყველა მოგებული რჩება. ეს არის პატარა ნაბიჯი, რომელიც დიდ სარგებელს გთავაზობს: შენ და შენი მეგობრები იღებთ რეალურ ფასდაკლებებსა და დამატებით ინტერნეტის გააქტიურების შესაძლებლობას ყოველ მოწვევაზე. mobineX-ის რეფერალური სისტემა სახალისო გზაა, შენთვის და შენი მეგობრებისთვის, საზღვარგარეთ შეღავათიანი ტარიფების მისაღებად.

(R)