LIVE

eBay 500 თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს

09 თებ 202319:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
eBay 500 თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს

გლობალური კომპანიების მხრიდან თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენციას ახლა უკვე eBay უერთდება. კომპანია გეგმავს, რომ დაახლოებით 500 თანამშრომელი, ანუ კადრების 4% გაათავისუფლოს. მიზეზად კი, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, გაყიდვების შემცირებას ასახელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს არის პასუხი გლობალურ მაკროეკონომიკურ პროცესებზე, რაც სამომავლოდ კომპანიისთვის გრძელვადიანი ზრდისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

eBay-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი იანონემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გლობალური მაკროეკონომიკური გარემო შეისწავლეს. 

თანამშრომლების შემცირებაზე განცხადება გუშინ Zoom Video Communications-მაც გაავრცელა, კომპანია აპირებს, რომ დაახლოებით 1300 ადამიანს გაათავისუფლოს.

ამ გადაწყვეტილებით ebay და Zoom უერთდება ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა DellPayPalSpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.