LIVE

Yahoo 1600-მდე თანამშრომელს უშვებს

10 თებ 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 459
Yahoo 1600-მდე თანამშრომელს უშვებს

Yahoo თანამშრომლების 20%-ზე მეტის გათავისუფლებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულების რიცხვს 1600 ადამიანით ამცირებს

რესტრუქტურიზაცია ძირითადად სარეკლამო ტექნოლოგიების განყოფილების ხარჯზე ხდება. კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირება შეეხება ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლების თითქმის ნახევარს, აქედან დაახლოებით 1000 ადამიანის დათხოვნას Yahoo ამ კვირაში გეგმავს. 

კომპანიის განმარტებით, ამ ნაბიჯით ის ნაკლებ ინვესტიციას განახორციელებს თავის სარეკლამო DSP პლატფორმაზე. უკანასკნელ თვეებში რეკორდულად მაღალი ინფლაციის მაჩვენებლებისა და მოსალოდნელი რეცესიის საპასუხოდ, რეკლამის ბევრმა განმთავსებელმა შეამცირა მარკეტინგული ბიუჯეტი.

შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ასევე ეთხოვებიან ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა ebayDellZoomPayPalSpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft.