პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასურსათო პროდუქტების იმპორტიორები მაღალი ფასნამატების გამო გააკრიტიკა.
ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტოს სურსათის ფასების შესწავლა დაავალა და შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა.
"ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა, უფრო კონკრეტულად რა აჩვენა კონკურენციის სააგენტოს შესწავლამ. როგორც უწყების მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წელს საშუალოწლიური საბითუმო ფასნამატი ზეთზე 60-70% იყო, ბრინჯზე 53-70%, შაქარზე კი 40-64%.
უფრო დეტალურად, პროდუქტების მიხედვით ფასნამატები შემდეგია:
ღარიბაშვილმა მინისტრებს დაავალა, შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შექმნან და ორი კვირის ვადაში გამოსავალი წარუდგინონ. მან იმპორტიორების არასწორ მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "არ შეიძლება ხალხის ხარჯზე გამდიდრება".
იანვარში საქართველოში ინფლაციამ 9.4% შეადგინა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 15%-ით გაიზარდა.