LIVE

2022 წელს საქართველოს საზღვარი 15 643 097-ჯერ გადაიკვეთა - დეტალები

06 თებ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
2022 წელს საქართველოს საზღვარი 15 643 097-ჯერ გადაიკვეთა - დეტალები

2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 15 643 097-ჯერ (შემოსვლა+გასვლა) განხორციელდა. მოქალაქეების 69% უცხოელი იყო, 31% კი - ქართველი.

გასულ წელს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობდა. ერთ წელში ქვეყანაში რუსეთის 1 459 541 მოქალაქე შემოვიდა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.

2022 წელს ქვეყნების პირველი ექვსეული და ევროკავშირი, საქართველოს საზღვრის კვეთების (შემოსვლა) რაოდენობის მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი - 1 459 541 მოქალაქე (წლიური ზრდა 401%);
  • თურქეთი - 1 030 199 მოქალაქე (ზრდა 188%);
  • სომხეთი - 1 018 771 მოქალაქე (ზრდა 367%);
  • ევროკავშირის ქვეყნები - 292 084 მოქალაქე - (ზრდა 88%);
  • ისრაელი - 237 246 მოქალაქე (ზრდა 113%);
  • უკრაინა - 223 697 მოქალაქე (ზრდა 32%);
  • აზერბაიჯანი - 188 145 მოქალაქე (ზრდა 94%).

რაც შეეხება მათი ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელს, თითოეული ქვეყნის რამდენი მოქალაქე გავიდა საქართველოდან, შსს-ს სტატისტიკაში მოცემული არ არის.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზე იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო მესამეზე - ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი.