
2023 წლის იანვარში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა.
ინფლაციის ტემპის შემცირების მიუხედავად, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.
იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:
- სანოტარო გადასახდელი - ზრდა 96%;
- სიმინდის ფქვილი - 83%;
- ხახვი - 74%;
- ასლის გადაღება - 62%;
- სარეცხი საპონი - 57%;
- კარტოფილი - 55%;
- ნამცხვარი - 42%;
- მშრალი ბატარეა - 41%;
- ბინის დაქირავების ღირებულება - 40%;
- საზამთრო - 38%.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:
- კომბოსტო - კლება 54%;
- ქლიავი - 30%;
- ქალის ქვედაკაბა - 28%;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 26%;
- სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 22%;
- კომპიუტერი - 21%;
- ტელევიზორი - 19%;
- მობილური ტელეფონი - 17%;
- ბადრიჯანი - 15%;
- ფოტოაპარატი - 15%.