LIVE

Glovo და TNET - თანამშრომლობა, რომელიც ქართველი მომხმარებლის ყოველდღიურობას 100%-ით შეცვლის

02 თებ 202315:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
Glovo და TNET - თანამშრომლობა, რომელიც ქართველი მომხმარებლის ყოველდღიურობას 100%-ით შეცვლის

Glovo არის კომპანია, რომელმაც 4 წლის განმავლობაში, ქართველი მომხმარებლების ნდობა და ერთგულება დაიმსახურა. კომპანიის მისიაა, რომ ყველა ადამიანისთვის, ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადოს და ამ მიზნის მისაღწევად, ქართველ მომხმარებლებს უნიკალურ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს. ის, რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს უკვე რეალობაა.

დღეს, Glovo-ს აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია TNET-ში შემავალი პლატფორმების სერვისების და პროდუქტების აღმოჩენა. თანამშრომლობის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციას უკვე დაემატა SWOOP, VENDOO და LIVO განყოფილებები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ფასდაკლების ვაუჩერები თითქმის ყველა სახის პროდუქტსა და სერვისზე, იყიდონ ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ამასთან, ისარგებლონ ისეთი ინოვაციური შეთავაზებებით, როგორებიცაა: უძრავი ქონების გადაღება, შეფასება, რეესტრში რეგისტრაცია და აზომვა.

TNET ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში. მის შემადგენლობაში 9 ციფრული პლატფორმა და 5 მობილური აპლიკაციაა. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ს შეადგენს და მოიცავს საქართველოში არსებული ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს. TNET-ის პლატფორმებს შორისაა, ყველასთვის კარგად ნაცნობი: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, myparts.ge, SWOOP, VENDOO და livo.ge.

ქართულ ბაზარზე, TNET-ის და Glovo-ს თანამშრომლობა, არის გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად შეცვლის მომხმარებლების გამოცდილებას. ის პროდუქტები და სერვისები, რასაც უკვე მრავალი წელია, TNET ქართულ ბაზარზე ქმნის, კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება.

ნიკა ჩილინდრიშვილი, TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი:

„შედეგად, კმაყოფილი დარჩება არა მხოლოდ მომხმარებელი, რადგან გამარტივდება მისი ცხოვრება და გაუმჯობესდება მისი ყოველდღიურობა, არამედ, მთლიანად, ქართული ბაზარი, რადგან ორი ტექნოლოგიური ლიდერის თანამშრომლობა, მთლიანად შეცვლის ტექნოლოგიურ რეალობას“.

სულ მალე, TNET-ში შემავალი პლატფორმების ყველა სერვისი თუ პროდუქტი, Glovo-ს აპლიკაციაში გახდება ხელმისაწვდომი. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლების წინ საინტერესო თავგადასავალი და რაც მთავარია, მაქსიმალურად მრავალფეროვანი შეთავაზებები ელოდებათ.

ლუკა ხვადაგიანი, Glovo-ს ბიზნეს ინოვაციების მენეჯერი:

„TNET ქართული ტექნოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ესაა კომპანია, რომელსაც მრავალი წელია, მომხმარებლები ენდობიან. სწორედ ამიტომ, მათი პროდუქტებისა და სერვისების Glovo აპლიკაციაში ინტეგრაცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომლის საშუალებითაც, ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის, მაქსიმალურად მრავალფეროვან პროდუქტები და სერვისები გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მომდევნო წლების განმავლობაში, Glovo X TNET მომხმარებლებს მრავალ საინტერესო, საჭირო და ინოვაციურ პროექტს შევთავაზებთ“.

Glovo-ს სამომავლო გეგმა და სტრატეგია უცვლელია - კომპანიის პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობაა. სწორედ ამ მიმართულების გამოძახილია Glovo-სა და TNET-ის თანამშრომლობა, რომელიც სულ ახლახან დაიწყო და უამრავ საინტერესო ინიციატივას აერთიანებს.

შეგახსენებთ, Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Glovo-ს ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს  და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.

საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში.

(R)