LIVE

Visa: საქართველო მსოფლიოში პირველია უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით

01 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
Visa: საქართველო მსოფლიოში პირველია უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით
VisaNet-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში Visa ბარათებით განხორციელებული 10 ტრანზაქციიდან, თითქმის, 10-ვე უკონტაქტოა. 
 
კომპანიის ინფორმაციით, სწრაფი, უსაფრთხო და უკონტაქტო გადახდების მაჩვენებლით, საქართველო 200-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც Visa ოპერირებს, ლიდერი ქვეყანაა. მეორე და მესამე ადგილებს რეიტინგში ავსტრალია და უნგრეთი იკავებენ.
 
“ამაყი ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, პირველ ადგილს იკავებს, რაც მოწმობს Visa ბარათის მფლობელების მზადყოფნას -  განახორციელონ უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გადახდები. მინდა, მივულოცო Visa ბარათის მფლობელებსა და ჩვენს პარტნიორებს ეს წარმატება, რაც ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. მიხარია, რომ საქართველო, მზად არის ინოვაციებისა და გადახდის ახალი მეთოდების მისაღებად,” - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
 
Visa აცხადებს, რომ სამომავლოდაც გააგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს - მათ შორის, საქართველოშიც.